ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველადი დახმარების აღმოჩენა სიმულაციური თამაშებით ისწავლეს
21-03-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში გულის, სისხლის მიმოქცევის წრეებისა და სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში, პირველი დახმარების შესახებ ისაუბრეს.
VIII და VI კლასის მოსწავლეებმა ახალი თემა - გული, მრავალფეროვანი აქტივობებით შეისწავლეს.
მათ გულის ფუნქციონირების შესახებ დეტალურად ისაუბრეს, განიხილეს რამდენი ნაწილისგან შედგება ძუძუმწოვრების გული, გაეცნენ გულის დიდი და მცირე წრეების მუშაობის პრინციპებს.
მოსწავლეებმა ახალი თემა სიმულაციური თამაშებითაც წარმოადგინეს. მათ გაიგეს, თუ როგორ უნდა გაუწიონ პირველადი დახმარება ადამიანს, რომელსაც სისხლძარღცების დაზიანება აღენიშნება. ამ აქტივობაში ისინი უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის