„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ - რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ
21-03-2022
სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო ღონისძიებებს უძღვნიან.
21 მარტი 2011 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, რიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ცნობადობის ამაღლების მიზნით საკლასო ოთახებში სხვადასხვა აქტივობები სახელწოდებით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ მოაწყვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის