სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლებისთვის გასაგზავნად ნივთები მოამზადეს
21-03-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.

თანადგომის ნიშნად სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი თანატოლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

„პატარა ხელებითა და დიდი გულებით... ფუსფუსებენ და სიყვარულით ამზადებენ გასაგზავნ ნივთებს უკრაინელი თანატოლებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203