იანეულის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
სკოლაში ბუნებისმეტყველების პედაგოგის, ლალი წულაიას ხელმძღვანელობით ამჯერად ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
III კლასის მოსწავლეებმა მწვანე კალენდარში შესაბამისი ნახატებით აღნიშნეს ტყის საერთაშორისო დღე - ისაუბრეს ტყის მნიშვნელობაზე, როგორც ბუნებრივ სიმდიდრეზე.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა. 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის