ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის ნორჩი პიანისტების - ანასტასია ხურცილავას და ნიკოლოზ წილოსანის წარმატება
21-03-2022
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეული მიღწევა სკოლისთვის სასიხარულო და უაღრესად საამაყოა.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს - ანასტასია ხურცილავას და ნიკოლოზ წილოსანს საქართველოს უნივერსიტეტისა და მუსიკის აკადემიის სტიპენდიანტის წოდება მიენიჭათ.
ნორჩ ნიჭიერ პიანისტებს დიპლომი გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა გადასცათ, რომელიც ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა გამოსვლას ესწრებოდა.
სკოლა ანასტასიას და ნიკოლოზს წარმატებებსა და კიდევ, მრავალ წინსვლას უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის