მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი შექმნეს
21-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აღნიშნავენ და ამასთანავე, შემეცნებით აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლის მოსწავლეები: დიანა კეჟერაშვილი, მარიამ აზირაშვილი, ლიკა ლეკიშვილი, მარიამ სამჭკუაშვილი და ია ეპიტაშვილი სკოლის ინკლუზიური განათლების ფსიქოლოგის, ანი გზირიშვილის ორგანიზებით დაგეგმილ კამპანიაში ჩაერთნენ. აქტივობის ფარგლებში ვიდეორგოლი შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 2011 წელს გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის