დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
21-03-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერეითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლაში ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.