ფარცხანაყანევის N4 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟების როლები მოირგეს
21-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, კომპლექსური დავალება - პერსონაჟის სკამი ქართულ ენასა და ლირეტატურაში, მე-2 კლასში ჩატარდა.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „სამაგიერო სიკეთის“ პერსონაჟების როლები მოირგეს, მათ პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია თანაკლასელებს გააცნეს და მათთვის განკუთვნილ კითხვებს უპასუხეს.
აღნიშნულ აქტივობაში მეორეკლასელები პედაგოგ შორენა ჯავახაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„ბავშვებმა საინტერესოდ გაართვეს თავი დაკირსებულ დავალებას. როლური თამაშით მათ შეძლეს მოთხრობის პერსონაჟების შინაგანი სამყაროს, დამოკიდებულებებისა და მოტივაციის წარმოჩენა“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის