მუხიანის საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
21-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლაში დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ყველა განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. სკოლის დირექტორი მათ მადლობას უხდის. 

„მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. მათი ძალისხმევით უკრაინაში გაიგზავნა საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203