წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის გარემოსდამცველები - მოსწავლეებმა რეციკლირების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში რეციკლირების დღე აღნიშნა. 

მე-8 კლასში მოსწავლეებმა გარემოს დაცვის საუკეთესო გზისა და საშუალების - რეციკლირების შესახებ ისაუბრეს. მათ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტერები და ნამუშევრები წარადგინეს. ისაუბრეს პოლიეთილენის, მეტალისა და ქაღალდის რეციკლირების შესახებ.

ამ აქტივობას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, მან მოსწავლეთა ნამუშევრები დადებითად შეაფასა და მათ გარემოს დაცვაზე ესაუბრა. 

აქტივობის მომზადებაში თავიანთი წვლილი საგნის პედაგოგმა ნათელა ჭოლოკავამ და კლასის დამრიგებელმა ლელა მანდარიამ შეიტანეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203