„ნარჩენების ეფექტური მართვა“ - ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუკლეტები შექმნეს
21-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაშიმოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა 18 მარტს ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი სასკოლო პროექტის - „მწვანე გარემოს“, ფარგლებში აღნიშნეს.
მეათეკლასელებმა ბუკლეტები თემაზე - „ნარჩენების ეფექტური მართვა“ შექმნეს დან ყველა კლასის მოსწავლეს დაურიგეს, რამაც მოსწავლეებში კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.