თელეთის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბში ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების - „თამაში ჭვავის ყანაში“ განხილვა გაიმართა
21-03-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის ლიტერატურულ კლუბში ჯერომ სელინჯერის ნაწარმოების - „თამაში ჭვავის ყანაში“ განხილვა გაიმართა.
ლიტერატურული კლუბი, როგორც არაფორმალური სასწავლო გარემო, უკვე 4 წელია არსებობს და მას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა ბუდაღაშვილი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ კლუბი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და ზოგადად, მხატვრული ლიტერატურით მეტად დაინტერესებას უწყობს ხელს.