„დიდება გმირებს!“- ჭახათის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
21-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.  

„დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! Слава Україні! Слава героям! მალე ყველა ბავშვს მშვიდობიან უკრაინაში ეცხოვროთ!“ - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. 

ამ აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო. შედეგად. მასწავლებლებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა და ადმინასტრაციის წარმომადგენლებმა ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური და ბავშვის მოვლის საშუალებები შეგროვეს. ასევე გაიგაზვნა პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203