წეროვნის N3 სკოლაში საინტერესო ლექცია-დისკუსია გაიმართა
21-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში აშშ-ის როლის შესახებ ლექცია-დისკუსია გაიმართა. 

ლექცია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ორგანიზებით ჩატარდა, მას რონდელის ფონდი უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე უძღვებოდა. 

ლექცია-დისკუსიას საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსი, ქეთრინ შვაიცერი ესწრებოდა. 

აღნიშნულ აქტივობაში მონსწავლეები დიდ ინტერესით ჩაერთნენ, მათ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი მოისმინეს და დისკუსიამ ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203