ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტში მოპოვებული დაფინანსებით სათბური მოაწყვეს
21-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ტერიოტორიის მწვანე ნარგავებით განაშენიენებისათვის 5000-ლარიანი დაფინანსება მიიღეს. 

მოსწავლეები „ორბელიანი საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ. მათ პროექტი დაწერეს და დაფინანსებაც მოიპოვეს. 

მათ ეს თანხა სკოლის ტერიტორიაზე სათბურისა და ამ სათბურში წვეთოვანი სისტემის გაკეთებისთვის გამოიყენეს, ასევე ვაზისთვის ბოძები შეიძინეს. 

„ამჟამად, სათბურში ერთწლიანი ბალახოვანი კულტურა, სალათის ფოთოლია დარგული, რომელსაც სკოლის ეკოკლუბელები - „რეინჯერები“, უვლიან. თანხა, რომელიც ამ სასათბურე მეურნეობიდან შემოვა, სკოლაში აუცილებლად ბავშვებისთვის აქტივობებში გაიხარება. ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, რომელშიც ჩართულები არიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203