
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა, - ინფორმაციას ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ კამპანიასაც შეუერთდა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წელს, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენაა მიმართული.
„ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.