ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები განათლების კუთხეს აწყობენ
21-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები განათლების კუთხეს აწყობენ.
იდეა ეკოკლუბის წევრებს ეკუთნით, მის განხორციელებაში კი მთელი სკოლა ჩაერთო. მოსწავლეებმა მაგიდა და სკამები დაამზადეს, შეღებეს და ეზოში განსათავსებლად გაამზადეს. რამდენიმე გაკვეთილი ამ ღია სივრცეში უკვე ჩატარდა. გაიმართა არაერთი პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ განათლების კუთხის მოწყობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იგეგმება მისი გამწვანება და ორიგინალურად მოწყობა.
„გარემო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, უფრო მეტად იძლევა განვითარების ასპარეზს. სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 10 პალეტი აჩუქა ეკოკლუბელებს. ეს იყო მათი პირველი მიღწევა, რომელმაც მოტივაცია შემატა. მოსწავლეებმა პალეტისგან მაგიდა და სკამები დაამზადეს ნაწილი გალაკეს და ნაწილი შეღებეს. პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის