„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“- თბილისის N71 სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა
თბილისის N71 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები მოირგეს და მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს.
ისინი ამ აქტივობაში, პედაგოგ ეკა მაისურაძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერეითა და ხალისით ჩაერთნენ.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ჩვენ ყველა გვიყვარს, ყველას ვიღებთ ისეთს, როგორებიც არიან, ჩვენი გულები ყველასთვის ღიაა. ასე ვსწავლობთ სიყვარულს, ერთგულებას, ტოლერანტობას, ასე იღვიძებს ჩვენში ემპათიის გრძნობა. ჩვენ გვიყვარს სამყარო და მშვიდობას ვუსურვებთ მას. მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: