თბილისის N200 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულისთვის ნახატები და პლაკატები შექმნეს
თბილისის N200 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი მსოფლიო კვირეულისთვის ემზადებიან.
მოსწავლეებმა დახატეს, პლაკატები შექმნეს, გამოჭრეს ხელის ფორმის ფერადი ქაღალდები.
სკოლაში ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა არის ინკლუზია და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სკოლაში თანხმდებიან იმაზე, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
აქტივობებში სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: