ტყიბულის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებთან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
21-03-2022
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა მნიშვნელოვან ტრენინგებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის - „მწვანე ტალღა“ წევრებთან 16 თებერვალს ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ირმა ფირცხალავა და ლელა ქურციკიძე იყვნენ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილეებისთვის გამოცხადებული კონკურსი - „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა“. გავეცანით კონკურსის წესებს და პირობებს. ასევე კითხვარს, რომლის მიხედვითაც შევქმნით სტატიას. დავისახეთ მიზნები რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ პროექტზე. ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, ვისაუბრეთ 20 კრეატიულ პოსტერზე, რომელიც დაგვეხმარა, თავად შეგვემუშავებინა პოსტერი, რომელსაც გავაცნობდით სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს. შეხვედრა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის