ჭიათურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელი საინტერესო ტრენინგს დაესწრო
21-03-2022
ჭიათურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ საინტერესო ტრენინგებსა და აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბის - „მწვანე ხედვას“ ერთ-ერთი წევრი ტრენინგს თემაზე - „თვითშეფასების ამაღლებას“ დაესწრო.

აღნიშნული ტრენინგი მეტად საინტერესო იყო, რადგან საუბარი ეხებოდა თვითშეფასებას, თავდაჯერებულობას და იმას, თუ როგორ შეიძლება ამ ორი ფაქტორის ამაღლება.

აქტივობა მდგრადი განვითარების N4 მიზანს - ხარისხიან განათლებას უკავშირდებოდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203