დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „გენდერული თანასწორობა“, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
21-03-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - „გენდერული თანასწორობა“ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩაატარეს.
„როგორც ვიცით საქართველოში გენდერულ თანასწორობას აიგივებენ ქალის უფლებების დარღვევასთან, მაგრამ ეს ასე არაა, გენდერული თანასწორობა ორივე გენდერის თანაბარ უფლებებს მოიცავს. ჩვენ შევეცადეთ აგვემაღლებინა ცნობიერება ჩვენი თანატოლებისთვის და ასევე უფროსებისათვისაც, რომ 21-ე საუკუნეში გენდერული თანასწორობა უკვე უნდა იქნეს მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ რამით შევიტანეთ წვლილი ამაში. ჩვენს გარშემოც არსებობს გენდერული თანასწორობის დარღვევის შემთხვევები რაც ძალიან სამწუხარო და სასწრაფოდ აღმოსაფხვრელია. ამასთანავე სიტუაცია გაამძაფრა კოვიდმა. იზოლაციის დროს გაიზარდა მამაკაცების მიერ ძალადობა ცოლებზე, ამასთანავე ქალებს მეტი დროის დახარჯვა მოუწიათ არაანაზღაურებად საქმიანობაში. ჩვენი მიზანია, რომ პატარა წვილილი შევიტანოთ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის