„არა შიმშილს!“- ხალიფაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციას დაესწრნენ
21-03-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები პრეზენტაციას - „არა შიმშილს“, დაესწრნენ.
პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭიათურელთა კავშირთან“ არსებულ ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს ოფისში გაიმართა.
მისი მიმდინარეობისას სპიკერებმა ისაუბრეს თუ რას ნიშნავს შიმშილი, რა იწვევს მას და რა ვითარებაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში. სპიკერებმა დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს, გაიმართა დისკუსია.
მას ხალიფაურის სკოლის ეკოკლუბის წევრებთან ერთად, ჭიათურის N1, ჭიათურის N2, დარკვეთის, რგანის, შუქრუთის, ითხვისისა და სასულიერო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის