ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
21-03-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენები შეაგროვეს და მათგან ახალი ნივთები დაამზადეს. 

აქტივობაში სკოლის V-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ნარჩენებისგან დამზადებული ნივთების პრეზენტაციაც მოაწყვეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები ბიოლოგიის პედაგოგის გულნარა ზაკალაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობას აცნობიერებენ.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203