ანდეზიტის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა უკრაინის მხარდამჭერი ნამუშევრები შექმნეს
21-03-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერი ნამუშევრები შექმნეს. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარევი წამოაჩინეს. მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203