მასწავლებლის სახლი პედაგოგებს ვებინარში ჩართვას სთავაზობს
18-03-2022
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ბრიტანეთის საბჭოს“ ერთობლივი პროექტი „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევა, ჩაერთონ ვებინარებში, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სპეციალურად მათთვის ტარდება.
„გთავაზობთ მეთიუ ჰეიესის ვებინარ თემაზე – „Global Citizenship Education in the ELT Classrom”. მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაცია სასარგებლო იქნება როგორც ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, ასევე, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც გლობალური სამოქალაქო განათლების საკითხით არიან დაინტერესებულნი“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203