ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახალისო აქტივობებით გაჯერებული ხელოვნების გაკვეთილი ჩაუტარდათ
18-03-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებით დატვირთულ მხიარულ გაკვეთილებს სთავაზოვენ.
ამჯერად, მე-6 და მე-2 კლასების მოსწავლეებს ხელოვნების მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ. საგაკვეთილო პროცესში ასევე, სსსმ მოსწავლეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და მათთვის ეს გაკვეთილი დადებითი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის