სამრეკლოს საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებაზე ეკოკლუბის წევრებმა იზრუნეს
18-03-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის ეზოს გამწვანებაზე იზრუნეს.
„სამრეკლოს ეკოლოგების“ წევრებმა ყვავილები დარგეს და ადრე დარგული მცენარეები მორწყეს. მათ ეს აქტივობა დიდი მონდომებით განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ეს აქტივობა ნიკო კეცხოველის პრემია 2022-ის ფარგლებში განახორციელეს. მათ მშობლებიც დაეხმარნენ. სწორედ მშობლებმა მიუტანეს ყვავილების ახალი ნერგები.
„ვფიქრობთ, რომ ეკოკლუბის წევრების ასეთი ენთუზიზმი და მონდომება სხვა მოსწავლეებსაც გადაედებათ, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს ეკოლოგების ყველა აქტივობას. ასევე, სურვილი გვაქვს, რომ თემში გავავრცელოთ ინფორმაცია და გასული წლების კურსდამთავრებულებსაც ვთხოვოთ დახმარება, რათა ჩვენი სკოლა იყოს ყველაზე მწვანე და ლამაზი“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის