ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა
18-03-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ბუნების შვილების“ წევრებმა (ახალგაზრდული გარემოს დაცვითი კონკურსის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022 წლის ფარგლებში), დირექციის დახმარებით საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.

ეკოკლუბელებმა შეგროვილი თანხით პროდუქტები შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ.

„სწორედ ეს იყო აქტივობის მიზანიც, დახმარება გაგვეწია და წინა საახალწლო განწყობა გაგველამაზებინა თუნდაც ერთი ოჯახისთვის. არავისთვისაა გასაკვირი ამდენი გაჭირვებული ადამიანის ყოფა, რომელიც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო შეცვალა, და დაამძიმა მათი ყოფა; სწორედ, ჩვენი მოვალეობაა დახმარების ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს, გვერდში დავუდგეთ და შევეცადოთ მათ დახმარებას, რომ მათაც შეძლონ იცხოვრონ სიღარიბისა და შიმშილის გარეშე... და რად ღირს მათი ბედნიერი სახეების დანახვა. ეს გაბედნიერებს შენც და ეკოკლუბი მზად არის მსგავსი აქტივობებით წვლილი შეიტანოს სიღარიბის აღმოფხვრაში. ჩვენი მიზანია აღარ იყოს უკიდურესი სიღარიბე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203