ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
18-03-2022
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ერთიანი ძალებით უკრაინელი ხალხსისადმი თანადგომის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა. ასევე, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების ენით გადმოსცეს და უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ბავშვებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნახატები და მეგობარი ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაცია დაწერეს.

„სიკეთეს, თანადგომას, თანატკივილს, ემპათიას, კაცთმოყვარეობას არ აქვს ეროვნება, არ აქვს საზღვრები. ეს მარადიული ემოციები, კეთილ საქმეებად გარდასახული, დღეს უკრაინელ ხალხს სჭირდება ჩვენგან! ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს ბადალი არ ჰყავთ სიკეთისა და ჰუმანიზმის სივრცეებსა და განზომილებებში. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203