„სიღარიბის აღმოფხვრა“ - დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პრეზენტაცია
18-03-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პრეზენტაცია „სიღარიბის აღმოფხვრა“ წარადგინეს. 

პროექტი ფარგლებში მოსწავლეებმა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ასანთის გამყიდველი გოგონა“ უჩვენეს. პრეზენტაციის მიმდინარეობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ის ყველა შესაბამისი რეგულაციის დაცვით გაიმართა.

„ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ბავშვებისთვის თუ რა არის სიღარიბე და რა უნდა გავაკეთოთ მის აღმოსაფხვრელად ანუ „რისი გაკეთება შემიძლია მე“. მოვუწოდეთ ბავშვებს ყველაფერი ის გაეკეთებინათ, რაც სიკეთის ნაყოფს გამოიღებდა ვინაიდან ადამიანს მეორე ადამიანი იმისთვის ყავს, რომ მეგობარი უწოდოს და მისი იმედი ჰქონდეს. პრეზენტაციაში ასევე განხილული იყო ჩვენი ქალაქის ჭიათურის სიღარიბის მდგომარეობა მის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ასე შემდეგ. ჩვენ გვჯერა რომ სიღარიბე დამარცხდება 2030 წლამდე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203