თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თემატური პოსტერი შეიქმნა.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“,- ეს არის პოსტერის მთავარი გზავნილი.
სკოლაში აუტიზმის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს არსებული გამოწვევები.
პოსტერის დამზადების პროცესში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: