ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის აქტიური ჩართულობით შაშში შეჯიბრი გაიმართა
18-03-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „არტემისის“ და აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე 10 მარტს ბათუმში „ვეტერანთა კლუბში“ სპორტული შეჯიბრება შაშში დაიგეგმა და განხორციელდა.

სპორტულ შეჯიბრებაში ერთმანეთს ვეტერანთა კლუბის წევრი პედაგოგები და მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეჯიბრის ორგანიზატორი და მასპინძელი შალვა ტაბაღუა იყო, რომელსაც კარიერაში არაერთი დამსახურებული რეგალია: საქართველოს ფიზიკური კულტურული და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი და ა.შ. აქვს მიღებული.

შეხვედრის დასასრულს შალვა ტაბატაძემ მოსწავლეებს სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და სპორტული თასი გადასცა. ასევე, სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ I, II და III ადგილებზე გასული გამარჯვებული ვეტერანები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203