საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა - შავშვების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმატით განახლდა
18-03-2022

საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა და მოსწავლეები მშობლიურ სკოლებს დაუბრუნდნენ. ოფიციალური მონაცემებით, კვირიდან კვირამდე სულ უფრო ნაკლები მოსწავლე ირჩევს დისტანციურ სწავლებას და ამის დასტურია გორის მუნიციპალიტეტის, შავშვების საჯარო სკოლაც.

დირექტორმა, იზა წიქარიძემ Etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდა და უზომოდ მოხარულია, ბავშვები საკლასო ოთახებს რომ დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ შავშვების საჯარო სკოლაში ზედმიწევნით იცავენ ყველა არსებულ რეგულაციას; სკოლის ხელმძღვანელობა კი, პროფესიონალ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203