ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ეწვივნენ
18-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამები სადაც სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობნენ.
„გაზაფხული დადიანებში“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მუზეუმში ჩაუტარდათ ექსკურსია, სადაც გაეცნენ დადიანების უნიკალურ კოლექციას; სალექციო ფორმატში მოისმინეს ლექცია გაზაფხულზე.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშო, სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვებმა საკუთარი ფანტაზიით შექმნეს გაზაფხულის სურათები.