გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
18-03-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მე-3 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციაში მშობლებიც მონაწილეობდნენ. 

„ნუ ესვრით ბავშვებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

აქციის ორგანიზებაში მოსწავლეებს მშობლები და პედაგოგები დაეხმარნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203