უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მშვიდობის სადარაჯოზე
18-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სასკოლო საზოგადოება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის მოწოდების თანახმად შეიკრიბა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოსა და უკრაინის მშვიდობისთვის ილოცეს.
ამ მშვიდობიანი და კეთილი გზით პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომა გამოხატეს.