ჭერემის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს
18-03-2022
დიდი ხანი არაა რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტში 11 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, მათ შორისაა ჭერემის საჯარო სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს უდავოდ აკმაყოფილებს -აღნიშნულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 745 000 ლარი დაიხარჯა.