ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ოცნების“ წევრები ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ
18-03-2022

25 თებერვალს, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ოცნების“ წევრები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ეკო თაობასთან“ ერთად, ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

მუზეუმში მოსწავლეებს ხაშურის რაიონს საკრებულოს წევრმა და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა უმასპინძლა. 

მუზეუმში მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალს მიმდინარე მოვლენები. ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომზე და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203