„მშვიდობა ბავშვებს“ - აბაშის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
18-03-2022
აბაშის N1 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

არა ომს, მშვიდობა ბავშვებს, სოლიდარობა უკრაინას! - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია პლაკატებით, ბუშტებითა და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. მათ ყვითელი და ლურჯი ბუშტები ჰაერში გაუშვეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203