
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა უცხადებენ.
1-ელი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ავსაჯანიშვილთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად ნახატები შექმნეს და მოაწყვეს ნახატების გამოფენა.
მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელ ბავშვებს უსურვებენ მშვიდობას თავის სამშობლოში.
იხილეთ ფოტოები: