ილია ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე
18-03-2022
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის, ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. სკოლის ხელმძრვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და წარმატებასაც მიაღწიონ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.
2021 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა და თბილისის ილია ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლის XI „2“ კლასის მოსწავლემ, ლიზი დარჩიამ კონკურსის გზით დაფინანსება მოიპოვა HMC (ბრიტანეთი) და ASSIST (აშშ) სასტიპენდიო პროგრამებში. ლიზიმ უპირატესობა ASSIST-ს მიანიჭა და სექტემბრიდან, სრული დაფინანსებით (75 000 აშშ დოლარი) გააგრძელებს სწავლას ამერიკის კერძო სკოლაში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 50 საუკეთესო სკოლაში შედის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის