ქვაბღის საჯარო სკოლაში „წიგნის მეგობრების კლუბი“ ფუნქციონირებს
18-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და ამავდროულად მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში არსებობს - „წიგნის მეგობრების კლუბი“, რომელსაც მასწავლებელთა რეგიონული აღიარების კონკურსის გამარჯვებული, გურიის რეგიონში პედაგოგი ხათუნა ვაშაყმაძე უძღვება.

„წიგნის მეგობრების კლუბში“ ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ბავშვებს მეტად საინტერესო სტუმარი ეწვევათ და პატარებს მათ საყვარელ წიგნს უკითხავს. ტრადიციული შეხვედრები კი ოთხშაბათობით იმართება.

ხათუნა ვაშაყმაძე კი თავის მხრივ, ნიჭიერი და გამორჩეული ბავშვების დახმარებით შეხვედრებს ანიმაციურ ფილმებად გადააქცევს, რაც გარემოს კიდევ უფრო გამორჩეულსა და ჯადოსნურს ხდის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203