
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებისთვის და ბებიებისთვის მისალოცი ღია ბარათები დაამზადეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: