„რუკის ესკიზის შექმნა“ - ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
18-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის პედაგოგები კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ. ამჯერად, მასწავლებლის, მზია ადაძის ხელმძღვანელობით III კლასში კომპლექსური დავალების განხილვა ჩატარდა.
კომპლექსური დავალების თემა იყო - „რუკის ესკიზის შექმნა“.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ, ამავდროულად საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.