ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ​​ის წევრები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
18-03-2022

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ​​ „ეკო თაობის“ წევრები, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ოცნებასთან“ და ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად, ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ.

მუზეუმში მოსწავლეებს მასპინძლობა ხაშურის რაიონს საკრებულოს წევრმა და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა გაუწია.

მუზეუმში მოსწავლეებმა 1921 წლის 25 თებერვალის მოვლენები და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები გაიხსენეს. შეხვედრის მონაწილეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზეც ისაუბრეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203