დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მე-4 კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზეს
18-03-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში დედის დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლის ეკოკლუბ „მწვანე თაობის“ წევრებმა მე-4 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. მათ მოსწავლეებს სთხოვეს, რომ დაეწერათ წერილი, რომლის სათაურიც „დედა“ იქნებოდა.

აღნიშნულმა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა დავალება დიდი მონდომებით, სიყვარულითა და ხალისით შეასრულეს. მათ თავიანთი ემოციები ფურცელზე გადმოიტანეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

სკოლა ყველა დედას ულოცავს 3 მარტს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203