ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულები ღონისძიებით აღნიშნეს
18-03-2022
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
ამჯერად, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დედებს და პედაგოგებს დედის დღე და 8 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა და გამორჩეულმა მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.