გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს
18-03-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
მხარდაჭერის ნიშნად, მოსწავლეები და პედაგოგები საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ; ასევე, ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრებით უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება უკრაინელ ხალხს კეთილ სურვილებს უგზავნის და მშვიდობის მალე დასადგურებას უსურვებს.