
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ამჯერად, საინტერესო კომპლექსური დავალება მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამრიკო გიკაშვილის ხელმძღვანელობით, შეასრულეს.
სულხან -საბა ორბელიანის იგავის - „ძუნწი და ოქროს“ შეგონების მიხედვით შეიქმნა იგავი - „ძუნწი ციყვი“.
„ჩემმა მეხუთეკლასელებმა საინტერესო იგავ-არაკები წარუდგინეს სტუმრებს. მადლობა ჩემს პატარა მეიგავეებს აქტიურობისა და კრეატიულობისთვის“,- აღნიშნავს თამრიკო გიკაშვილი.
იხილეთ ფოტოები: